პროგრამის დაწყებისთანავე - პირველივე თვეებში იცვლება დამოკიდებული ადამიანის
- ქცევა,გარემო ,ფასეულობები და ღირებულებები
- იცვლება აზროვნება
- ქრება შიშები რომლებიც დამოკიდებულ ადამიანს მართავს.
პროგრამის გავლის შემდეგ - ადამიანს საკუთარი თავის რეალიზება შეუძლია
დამოკიდებულ ადამიანებში ძალიან ხშირია პესიმისზმი -
მაგალითად:
- როგორ ვიცხოვრო ნარკოტიკების გადაგდების შემდეგ ?
- მე არაფერი ვიცი , არაფერი შემიძლია .
- მე ვერ შევძლებ - მე სუსტი ნებისყოფა მაქვს და ასე შემდეგ
მინდა გითხრათ რომ ეს არის ტყუილი !
ეს არის საკუთარი თავი რწმენის გარეშე !
ჩვენ ვმუშაობთ რომ შევცვალოთ ნეგატიური აზროვნება და დავაბრუნოთ რწმენა
ხშირია სირცხვილის გრძნობა ან არ აღიარება იმისა რომ დამოკიდებული ხარ ?
- ჩვენ გიღებთ ისეთს როგორიც ხარ
- ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ზუსტად ის გზა გამოიარა რასაც ახლა თქვენ გადიხარ
- ზუსტად ვიცი რომ გეშინია ამ ნაბიჯის გადადგმა
- გაქვს უამრავი მიზეზი თავის არ დანებების
- ფიქრობ რომ უკვე რამის გამოსწორება შეუძლებელია და მხოლოდ ნარკოტიკით ან ალკოჰოლით არის შესაძლებელი პრობლემებისაგან თავის დაღწევა
გეტყვით რომ ისევ სცდებით!
- ცხოვრება სიფხიზლეში ბევრად სასიამოვნოა , ბევრად მშვიდია და ბევრად ნათელი
- უბრალოდ ამის სწორად დანახვაა საჭირო
- ნება ზუსტად შენი ცხოვრების ნათელ ფერებში დასანახადაა შექმნილი
- იმიტომ რომ ყველას ნებაა იყოს ბედნიერი - უბრალოდ ამას გამოხატვა სჭირდება
როგორ?
ჩვენ კი ამას გასწავლით !
უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა გუშინ რა შეცდომები დაუშვი - მთავარია დღეიდან დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება
დაიწყო საკუთარი თავისთვის ,
საკუთარ თავზე ზრუნვა - რომ შემდეგში იზრუნო გარშემო მყოფ ადამიანებზე
- ნება ზრუნავს და გიქმნის უსაფრთხო გარემოს
- ნება გაძლევს ცოდნას როგორ იცხოვრო დამოკიდებულების გარეშე
- როგორ მოიქცე სტრესულ სიტუაციებში და ასევე როგორ დაეხმარო სხვა დამოკიდებულ ადამიანებს - დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევაში
ჩვენ გასწავლით როგორ იყოს სასარგებლო
„ნება“ - ს თითოეული გუნდის წევრი - ჩვენი პროგრამის მონაწილეა , დღეს ისინი მუშოაბენ ცენტრში და თავისი გამოცდილებით ეხმარებიან ბენეფიციარებს დამოკიდებულების მარტივად დაძლევაში
ასე რომ , მითია ის რომ „ყოფილი დამოკიდებულები არ არსებობენ“
არსებობენ და ეს „ნება“- ს დამსახურებაა
როგორ ? - მათ გამოხატეს საკუთარი „ ნება“
ნება ზრუნავს !